Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაკანსია - პროფესორის ასისტენტი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე.

პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 950 (ცხრაასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

 

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (შემდგომში დასაქმების პერსპექტივით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

 

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს ( Microsoft Office; Internet Browser).

 

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს;

ბ) თსუ წესდებას;

გ) ფაკულტეტის დებულებას;

დ)პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

 

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ბ) ოპერატიულობა;

გ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;

ე) დასაბუთების უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;

ი) კრეატიულობა და შემოქმედითობა.

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:

ა) განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის მიმდინარე სასწავლო პროგრამებში ჩართული აკადემიური პერსონალის დახმარება:

1) სასწავლო კურსების დაგეგმვაში;

2) სხვადასხვა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების განხორციელებაში;

3) სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების თარგმნა, მომზადებასა და რედაქტირებაში;

4) წერითი და ზეპირი საგამოცდო მასალის (ტესტი, კითხვარი, ბილეთები) ტექნიკურ გამართვაში;

5) სამეცნიერო პუბლიკაციების ტექნიკურ რედაქტირებაში;

6) სტუდენტთა ნაშრომების გასწორებაში;

7) დამხმარე სასწავლო მასალის მოძიებისა და თარგმნის ორგანიზებაში.

ბ) განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის სტუდენტთა კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითზებზე;

გ) ესეების, პუბლიკაციებისა და პრეზენტაციების თემატიკის შერჩევაში სტუდენტებისათვის დახმარების გაწევა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება, შეფასება და ანალიზი ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურთან თანამშრომლობით;

ე) პედაგოგიური პრაქტიკის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების მოგვარება;

ვ) სამუშაო პროცესში ნაწარმოები დოკუმენტების მოწესრიგება და არქივისთვის გადასაცემად მომზადება;

ზ) ფაკულტეტის დეკანის მიმდინარე დავალებების შესრულება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) განცხადება

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად. 

 

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 23 ოქტომბრის 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტის პოზიცია“.